საქართველოში კორონავირუსით კიდევ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა, აქედან ერთი ბათუმში

11 აპრილი 2020, 20:04 2190 ნახვა

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ერთი პაციენტი კი ბათუმში მკურნალობდა.  

"მინდა გითხრათ, რომ გვყავს კიდევ ერთი განკურნებული პაციენტი, აჭარაში კორონავირუსისგან სულ 6 ადამიანი გამოჯანმრთელდა", - განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ნინო ნიჟარაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის 242 შემთხვევა არის  დადასტურებული, მათ შორის უკვე გამოჯანმრთელდა 57 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში სამი პაციენტი გარდაიცვალა.

ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმშია 4856 ადამიანი, სტაციონარში კი 370 პირი რჩება.

 

 

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი