შეღავათზე უარის დაფიქსირების ბოლო ვადა იწურება

11 აპრილი 2020, 15:15 1548 ნახვა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) შეახსენებს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ სოლიდარობის ნიშნად ხელისუფლების მიერ დაწესებული კომუნალური შეღავათებით არ ისარგებლონ, მარტის კომუნალურ შეღავათზე უარის დაფიქსირების ვადაა 2020 წლის 11 აპრილი როგორც მათ ინფორმაციაშია ნათქვამი, სემეკის ვებგვერდზე მოქმედებს პლატფორმა  სადაც მოქალაქეებს, რომლებზეც ვრცელდება მთავრობის სუბსიდია კომუნალურ შეღავათებთან დაკავშირებით, თუმცა მათ სურთ, სოლიდარობის ნიშნად, არ ისარგებლონ მარტის შეღავათით, საკუთარი გადაწყვეტილების დაფიქსირება შეუძლიათ.

მოქალაქის მიერ ვებგვერდზე რამდენიმე ველის შევსების შემდეგ, ინფორმაცია რეაგირებისთვის შესაბამის გამანაწილებელ კომპანიაში გადაიგზავნება.პლატფორმა განკუთვნილია იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა კომუნალური მოხმარება თვის განმავლობაში ელექტროენერგიის შემთხვევაში არ აღემატება 200 კვტსთ-ს, ხოლო ბუნებრივი გაზის შემთხვევაში - 200 კუბურ მეტრს.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში