თბილისის ზღვის ჰოსპიტალში COVID-19 ხანდაზმულ მამაკაცს დაუდგინდა, რომლის შვილი მოლარეა

11 აპრილი 2020, 14:17 1579 ნახვა

თბილისის ზღვის ჰოსპიტლის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარეხი ბექაიას ინფორმაციით, კლინიკაში კორონავირუსი კიდევ ერთ პაციენტს დაუდასტურდა, ის ხანდაზმული მამაკაცია, რომლის შვილი მოლარეა და მას ფულთან ჰქონდა შეხება. არის თუ არა პაციენტის შვილი ეროვნული ბანკის კლასტერიდან ექიმმა არ დააკონკრეტა.

"თბილისის ზღვის ჰოსპიტალში 49 პაციენტი იმყოფება. 34 კვლევა იქნა გუშინ გაგზავნილი, ერთის პასუხი დადებითია. ის ხანდაზმული მამაკაცია, დატვირთული ანამნეზით, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. პაციენტის შვილი არის მოლარე, მას ერთი კვირის წინ ჰქონდა ტემპერატურა და მშრალი ხველა. ისინი გადაყვანილები იქნებიან შესაბამის კლინიკებში. შვილთან კორონავირუსი დადასტურებული არ არის. ეპიდსამსახურებს გადაეგზავნა მისი ანამნეზი და გაგრძელდება კვლევა. ეროვნული ბანკის კლასტერია ალბათ, რადგან ფულთან ჰქონდათ შეხება, თუმცა დაზუსტებით ვერ გეტყვით"-განაცხადა მარეხი ბექაიამ

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში