თბილისის ინფექციურში COVID-19 კიდევ ერთ პაციენტს დაუდასტურდა, ის ეროვნული ბანკის კლასტერია

11 აპრილი 2020, 10:44 1696 ნახვა

საქართველოში არის 236 დადასტურებული შემთხვევა, მათ შორის 3 პაციენტს ვირუსი უცხოეთში დაუდასტურდა და მათი ტრანსპორტირება განხორციელდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა საზღვარგარეთ დადასტურებული შემთხვევა შემოვიდა საქართველოში. ორი სომხეთიდან, ერთი კი თურქეთიდან.

საქართველოში  კორონავირუსი ამ ეტაპზე 233 ადამიანს აქვს დაუდასტურებული

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსი კიდევ ერთ პაციენტს დაუდასტურდა. სულ ტესტირება 15 პირს ჩაუტარდა, მათ შორის ერთის პასუხი დადებითი იყო. ის ეროვნული ბანკის კლასტერის კონტაქტია.

"თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 24 საათში ტესტირება 15 ადამიანს ჩაუტარდა, მათ შორის 1-ს ვირუსი  დაუდასტურდა, ის ეროვნული ბანკის კლასტერის კონტაქტია. ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და ამ დროისთვის მისი მდგომარეობა საშუალოზე მსუბუქია. ეროვნული ბანკის კლასტერის კონტაქტები კარგად არის გამოკვლეული და მოძიებული, სწორედ ამიტომ ხდება მათი დადასტურება და შემთხვევების მატება.

ცენტრში მძიმე რჩება 3 პაციენტის მდგომარეობა, დღე-ღამის განმავლობაში სიტუაცია არცერთთან არ გაუარესებულა, მაგრამ მძიმე რჩება, დანარჩენები სტაბილურია და ალბათ მათ რამდენიმე დღეში მძიმე პაციენტებად აღარ განვიხილავთ.

კლინიკაში 3 პაციენტია, რომლის დაინფიცირების წყარო უცნობია. ისინი თავად არიან კონტაქტები."- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

სულ საავადმყოფოში 35 დადასტურებული შემთხვევაა ამ დროისთვის. მომსახურება ჯამში გაეწია 72 პაციენტს, აქედან 38 განიკურნა.

 

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში