ფიბა-მ თბილისში გასამართი ევრობასკეტი გადადო

10 აპრილი 2020, 18:29 1504 ნახვა

ფიბა-მ თბილისში გასამართი ევრობასკეტი გადადო. ფიბა-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა, რომლის რიგგარეშე სხდომაც ვიდეო-კონფერენციის საშუალებით გაიმართა, ფიბა-ს ახალი კალენდარი შეიმუშავა.

2021 წელს თბილისში გასამართი ევრობასკეტი ერთი წლით გადაიდება და 2022 წლის სექტემბერში გაიმართება თუ ფიბას ბორდი მაისში მიღებულ ცვლილებებს დაამტკიცებს. კონტინენტური ჩემპიონატების შესარჩევი ტურნირებისა და FIBA -ს 2023 წლის მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატების თარიღები უცვლელი რჩება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში