დემნა გვასალიას ფან-გვერდი პაატა იმნაძის ვიდეოს აზიარებს, სადაც ქართული პირბადეების დიზაინზე საუბრობს

10 აპრილი 2020, 15:35 2421 ნახვა

საქართველოში წარმოებული დოლბანდის პირბადეები, რომელიც სახელმწიფო ფინანსური ხელშეწყობით სპეციალურად შეიქმნა დეფიციტის დასაფარად, საზოგადოების დიდი ნაწილის კრიტიკის საგანი გახდა. მოქალაქეების დიდმა ნაწილმა მისი ვიზუალი, ხარისხი და სანდოობაც დაიწუნა. 

დღეს ინფექციონისტმა პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ ხარისხი ეჭვს არ იწვევს. რაც შეეხება დიზაინს, თქვა რომ გემოვნებაზე შეიძლება დავა, თუმცა ეჭვი აქვს, რომ დოლბანდის პირბადეები შესაძლოა დემნა გვასალიამაც შეკეროს, რადგან მოსწონს ასეთ რაღაცები. 

დღეს დემნა გვასალიას ფანგვერდმა ინსტაგრამზე და ფეისბუქის გვერდზე პაატა იმნაძის ეს ვიდეო გამოაქვეყნა. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში