ქობულეთში ზომები გამკაცრებულია, თუმცა საკარანტინო ზონად გამოცხადების გადაწყვეტილება მიღებული არ არის - მინისტრი

10 აპრილი 2020, 13:24 2467 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე ქობულეთთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მიმდინარეობს კვლევები და თერმოსკრინინგი. ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს კლასტერი და რისკები გაიზარდოს.

''ჯერ-ჯერობით მიმდინარეობს კვლევა, მდგომარეობა კონტროლის მხრივ არის გამკაცრებული, ტარდება თერმოსკრინინგი.  ამ დროისთვის დადგენილია გარკვეული ჯგუფი, მაგრამ სანამ სამუშაოები მიმდინარეობს კონკრეტულ რიცხვებზე საუბარი გაგვიჭირდება. ვინაიდან ყოველ წუთს შეიძლება განახლდეს ინფორმაცია. შეიცვალოს, როგორც კლასტერის სიდიდე ასევე გაიზარდოს რისკები'' - განაცხადა მინისტრმა. 

დრეს აჭარაში კორონავირუსი 6 ადამინს დაუდასტურდა. ისინი ე.წ. ქობულეთის კლასტერის წარმომადგენლები არიან. 

ნინო ნიჟარაძის თქმით, ქობულეთის რამდენიმე სოფელზეა საუბარი. ინფიცირებულთა შორის არიან პირები, რომლებიც ქალაქში ცხოვრობენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში