ბათუმში ქუჩებისა და ტროტუარების სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავების პროცესი გრძელდება

10 აპრილი 2020, 11:29 1272 ნახვა

ბათუმში ქუჩებისა და ტროტუარების სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავების პროცესი გრძელდება. დაიწყო  სამედიცინო დაწესებულებებისა და ჰიპერმარკეტების ეზოებისა და მიმდებარე ტერიტორიების დეზინფექციაც.

მერიის ინფორმაციით, გარდა ცენტრალური ქუჩებისა, მოირეცხა და დეზინფექცია ჩაუტარდა წერეთლის ქუჩას, ,,ბათუმი პლაზას" მიმდებარე ტერიტორიას, ლერმონტოვის ქუჩის მონაკვეთს, პუშკინის, მელიქიშვილისა, აღმაშენებლის  ქუჩებს  და ნაგავშემკრებ კონტეინერებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში