ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობენ სატვირთო ავტომობილის მძღოლები, რომლებსაც ვირუსი სომხეთში დაუდასტურდათ 

10 აპრილი 2020, 10:42 1405 ნახვა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში სატვირთო ავტომობილის ორი მძღოლია მოთავსებული, რომელსაც კორონავირუსი სომხეთში დაუდასტურდა.

„სომხეთიდან გადმოიყვანეს დადასტურებული, ისინი სომხეთში იმყოფებოდნენ. მათი მდგომარეობა არ არის მძიმე. დაავადების დაახლოებით მეცხრე, მეათე დღეა. შესაბამისად, 10 დღის განმავლობაში თუ არ არის დაავადების მკვეთრი პროგრესირება, ასეთი პაციენტების მდგომარეობა მუდმივად სტაბილურია და უფრო ადრე ეწყებათ ხოლმე გამოჯანმრთელება. ეს ორი პაციენტი ასეთ სიტუაციაშია, ალბათ დარჩება სტაბილური მდგომარეობა და გამოჯანმრთელებაც დადგება“ , – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ​.

მისივე თქმით, კლინიკაში მოთავსებული შვიდი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

''გუშინ დღის განმავლობაში 14 ტესტირება ჩატარდა, ყველაზე მიღებულია უარყოფითი პასუხი, მათ შორის არიან პირები, რომელებიც გამოჯანმრთელებას ელოდებიან და მათი მონიტორინგი გაგრძელდება. დღეს დილით 7 ანალიზის ავიღეთ და პასუხებს ველოდებით. დღეს დაფიქსირებული ახალი შემთხვევებიდან ჩვენთან არცერთი არ არის. ეროვნული ბანკი კლასტერიდან ჩვენთან 6 პირია. გვყავს ერთი არასრულწლოვანიც'' - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი