ამერიკაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 16 400-მდე გაიზარდა

10 აპრილი 2020, 10:11 1660 ნახვა

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი 16 400-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ინფიცირებულთა რაოდენობამ ერთი დღე-ღამის განმავლობაში 27 000-ით მოიმატა და 459 000-ს მიაღწია.

ამერიკა ფატალური შემთხვევებით მხოლოდ იტალიას ჩამორჩება.

რთული მდგომარეობაა კვლავ ესპანეთში, საფრანგეთში და დიდი ბრიტანეთში.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, თავს უკეთ გრძნობს, თუმცა კვლავ საავადმყოფოში რჩება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში