საქართველოში კორონავირუსი კიდევ ერთმა ადამიანმა დაამარცხა

09 აპრილი 2020, 21:38 1413 ნახვა

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია  სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის 218  შემთხვევა არის  დადასტურებული, მათ შორის უკვე გამოჯანმრთელდა 51 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში სამი პაციენტი გარდაიცვალა.

ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმშია 4829 ადამიანი, სტაციონარში კი 410 პირი რჩება.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი