ფიბა-მ თბილისში გასამართი ევრობასკეტი გადადო

09 აპრილი 2020, 20:58 763 ნახვა

ფიბა-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა, რომლის რიგგარეშე სხდომაც ვიდეო-კონფერენციის საშუალებით გაიმართა, ფიბა-ს ახალი კალენდარი შეიმუშავა. კალენდარში ცვლილებები მსოფლიოში მძვინვარე ახალი კორონავირუსის გამო შევიდა. ცვლილებები ოფიციალურ ძალას მაშინ შეიძენს, თუ მას მაისის თვეში დაგეგმილი ფიბა-ევროპის აღმასრულებელი საბჭო დაამტკიცებს. FIBA-ს ოლიმპიური საკვალიფიკაციო ტურნირები გაიმართება 2021 წლის 22 ივნისსა და 4 ივლისს შორის პერიოდში (ზუსტი თარიღები IOC დამტკიცების მოლოდინშია).

FIBA EuroBasket 2021 და FIBA AmeriCup 2021-ის განახლებული თარიღებია 2022 წლის 1-18 სექტემბრის პერიოდი. იმისათვის, რომ შეიზღუდოს მოთამაშეთა დატვირთვა და მაქსიმალიზირდეს შესაძლებლობები ამ კალენდარის ფარგლებში, ეროვნული ნაკრებები, რომლებიც მონაწილეობენ FIBA კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში, ითამაშებენ ორ მატჩს, რომლებიც თავდაპირველად დაგეგმილი იყო 2022 წლის სექტემბრისთვის, 2022 წლის აგვისტოს ბოლოს, FIBA EuroBasket– ის და FIBA AmeriCup-ის მოსამზადებელ ეტაპზე. კონტინენტური ჩემპიონატების შესარჩევი ტურნირებისა და FIBA -ს 2023 წლის მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატების თარიღები უცვლელი რჩება”.

ამრიგად 2021 წელს თბილისში გასამართი ევრობასკეტი ერთი წლით გადაიდება და 2022 წლის სექტემბერში გაიმართება თუ ფიბას ბორდი მაისში მიღებულ ცვლილებებს დაამტკიცებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი