“პარტიული ყვითელი ბარათი” - თორნიკე რიჟვაძე ხულოს მერიაში გაცემულ დანამატებს გამოეხმაურა

09 აპრილი 2020, 15:07 2071 ნახვა

„გადაწყვეტილების მიმღები პირების მიმართ ამ ეტაპზე  შემოვიფარგლეთ მხოლოდ პოლიტიკური და პარტიული ყვითელი ბარათით“ - ასე ეხმაურება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე,  ხულოს მერიაში გაცემულ სახელფასო დანამატის საკითხს. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით,  გაფრთხილებით მხოლოდ იმიტომ შემოიფარგლა, რომ  დანამატი გაიცა  მხოლოდ თანამშრომლებზე.

როგორც ამბობს,  ამ ვითარებაში მისთვის მიუღებელია პრემია-დანამატების გაცემა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ხულოს მერიაში 16 თანამშრომელმა მიიღო სახელფასო დანამატი, თუმცა მას შემდეგ რაც საკითხი მედიით გაშუქდა, თანხა ბიუჯეტში დააბრუნეს. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში