ამერიკიდან 79 ქართველ სკოლის მოსწავლეს სამშობლოში სპეცრეისით ჩამოიყვანენ

09 აპრილი 2020, 13:52 1555 ნახვა

საქართველოში ამერიკიდან 79 ქართველი სკოლის მოსწავლე ჩამოვა. არასრულწლოვნების სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება ქართულმა მხარემ ამერიკასთან ერთად მიიღო. ამი შესახებ დღეს გიორგი გახარიამ განაცხადა.

"ამერიკულ მხარესთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება 79 ქართველი სკოლის მოსწავლე, რომლებიც იმყოფებიან ამერიკაში, გამოვიყვანოთ იქიდან. მათმა მშობლებმაც ამის სურვილი გამოთქვეს.

ხვალ,10-ში შედგება რეისი აშშ-დოჰა, რომელსც საკუთარ თავზე იღებს ამერიკული მხარე, ხოლო დოჰიდან თბილისში ბავშვების ჩამოყვანას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა.

ამ რეისით, სომხეთის თხოვნით ამერიკიდან გამოვიყვანთ 35 სომხეთის მოქალაქე ბავშვს, სკოლის მოსწავლეს"-განაცხადა საქართველოს პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში