პროტოკოლის მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში პაციენტებთან „პლაქველინი“ ინიშნება - ლევან რატიანი

08 აპრილი 2020, 17:45 1652 ნახვა

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსთან სამკურნალოდ, აუცილებლობის შემთხვევაში, მედიკამენტ „პლაქვენილით" მკურნალობენ.

„მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო პროტოკოლში, რომლის ერთ- ერთი ავტორი ვარ ბატონ თენგიზთან ერთად, ჩადებული გვაქვს პლაქველინოთერაპია. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პაციენტებთან, რომლებთანაც ვფიქრობთ, რომ უნდა დავნიშნოთ, ინიშნება პლაქველინი.

სულ ერთი თვეა, რაც კლინიკამ დაიწყო კოვ ვირუსთან ბრძოლა და ეს არის სტანდარტული თერაპია. გადაგზავნილი გვაქვს სტატისტიკა დამუშავებულ ინფორმაციაზე საკვლევად. რამდენიმე დღეში ველოდებით პასუხს და მოგაწოდებთ ზუსტ ინფორმაციას“ , – განაცხადა რატიანმა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 208.  მათ შორის გამოჯანმრთელებული - 48 გარდაცვლილია სამი ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში - 4682 ადამიანი იმყოფება სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 375 პირი რჩება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში