მუშაობის განახლებას შეძლებენ ის ბაზრები, რომლებიც სეს-ის სავალდებულო პროტოკოლს სრულად დააკმაყოფილებენ

08 აპრილი 2020, 16:44 1872 ნახვა

გასული ორი დღის განმავლობაში, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციასთან ერთად, ინსპექტირება ჩატარდა საქართველოს მასშტაბით 76 საწარმოში, რომლებიც საგანგებო სიტუაციის დროს ფუნქციონირებას განაგრძობენ. ნათია თურნავას განმარტებით, მათგან 14-ში ხარვეზები დაფიქსირდა. ინფორმაცია ეკონომიკის მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებს დღეს გამართულ შეხვედრაზე მიაწოდა. მინისტრის განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებთან სამუშაო პროცესისა და გარემოს შესაბამისობის უზრუნველსაყოფად მათ დრო მიეცათ. ანალოგიური კონტროლი ხორციელდება სამშენებლო ობიექტებზე.

შრომის უსაფრთხოების წესების კონტროლი გრძელდება საქართველოს მასშტაბით აგრარულ ბაზრებზეც. საბჭოს გადაწყვეტილებით, მუშაობის განახლებას შეძლებენ ის ბაზრები, რომელთა ადმინისტრაციები სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალურ სავალდებულო პროტოკოლს სრულად დააკმაყოფილებენ.

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში