თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსი 14 წლის ბავშვს დაუდასტურდა

08 აპრილი 2020, 12:28 1059 ნახვა

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსი 14 წლის ბავშვს დაუდგინდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

„ინფიცირება მის ოჯახს უკავშირდება. მოზარდის ოჯახის ორი წევრი გუშინ უკვე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დადებითი პასუხით გადაიყვანეს. ინფიცირებული 14 წლის ბავშვია. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, სუნთქვის გაძნელება აღენიშნება, თუმცა პნევმონია არ არის.

კვლევა ჩვენს თანამშრომლებზეც ჩატარდა, რომლებიც, მოგეხსენებათ 14- დღიანი გრაფიკით მუშაობენ. მათთან ყველასთან უარყოფითი პასუხია მიღებული"-განაცხადა  ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარეხი ბექაიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში