ბათუმის სასწრაფოს ექიმებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

08 აპრილი 2020, 10:51 2831 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, სამედიცინო პერსონალს შორის კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა. ნინო ნიჟარაძის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ მონაცემები ეტაპობრივად შეიცვალოს, რადგან კვლევები გრძელდება.

"​კონტაქტირებულ პირთა სია სავარაუდოდ გაიზრდება, ეს გახლავთ პირველადი ინფორმაცია, რაც შეიძლებოდა ნაჩქარევად გაკეთებულიყო, ჩვენ ვმუშაობთ ოჯახებთან და სამედიცინო პერსონალთანაც.

ვმუშაობთ ყველა მიმართულებით, ვსწავლობთ პაციენტის ყველა კვეთის ადგილს, ვისთან ქონდათ კვეთა, რომელ სამედიცინო დაწესებულებაში იყვნენ, ამიტომ თითოეული პაციენტის შემთხვევაში მოხდება შესწავლა ამ კონტაქტების"-განაცხადა ნინო ნიჟარაძემ

ბათუმში გუშინ კორონავირუსი დაუდგინა ქალს, რომელიც ორი დღის განმავლობაში ორ კლინიკაში იმყოფებოდა, მანამდე კი ქობულეთში, სოფელ გვარაში სტუმრად იყო.

ქალის ინფიცირების წყარო უცნობია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში