თბილისის ინფექციურ საავადყოფოში 2 ახალი პაციენტი ეროვნული ბანკის კლასტერია - მარინა ეზუგბაია

08 აპრილი 2020, 10:45 1366 ნახვა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსი კიდევ 2 პაციენტს დაუდასტურდა. საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განმარტებით, ისინი ე.წ ეროვნული ბანკის კლასტერის კონტაქტებია. მისივე თქმით, ორივე პაციენტი 70 წელს გადაცილებულია. 

"2 ახალი შემთხვევა ეროვნული ბანკის კლასტერის კონტაქტებია. ორივე 70 წელს გადაცილებული პირია, ერთს აქვს შაქრიანი დიაბეტი, ამიტომ ორმაგი რისკი აქ. მეორეს მხოლოდ ასაკობრივი რისკი აქვს.ახლა ჩატარდება გაფართოებული კვლევები და ხვალ მათი მდგომარეობის სიმძიმე მეტად გახდება ცნობილი. ინფექციურში განთავსებული ყველა კონტაქტის წყარო ცნობილია, უმეტესობას აქვს მოგზაურობის ისტორია"-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში