ხარება - სადღესასწაულო წირვა დისტანციის დაცვით

07 აპრილი 2020, 18:32 1864 ნახვა

ხარების  დღესასწაულთან დაკავშირებით ბათუმის ღვთისმშობლის შობის ტაძარში საღვთო ლიტურღია მეუფე დიმიტრიმ ჩაატარა, ქადაგებისას მიტროპოლიტმა თქვა, რომ  ერთი კოვზით ზიარება ინფიცირების წყარო ვერ იქნება. სასულიერო პირების პარალელურად ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ცენტრის წევრები მოუწოდებენ მოსახლეობას დარჩნენ სახლში, განსაკუთრებით კი მრევლს, სახლში ილოცონ, ყოველდღიურად კეთდება სასულიერო პირებისგან განცხადებები, რომ ზიარების წესი არ უნდა შეიცვალოს. დღეს საზეიმო წირვას არ დაესწრო  კათალიკოს პატრიარქი, მის ნაცვლად  პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ  იქადაგა. უწმინდესი მღვდელმსახურებას საპატრიარქოში დაესწრო.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში