მაშველებმა ცაგერში შველი გადაარჩინეს

07 აპრილი 2020, 17:10 1931 ნახვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა ცაგერში შველი გადაარჩინეს.

მდინარე ცხენისწყლის წყალსაცავში ჩავარდნილი შველი მოქალაქეებმა შენიშნეს, რომელიც ნაპირზე ამოსვლას ვერ ახერხებდა. მათ დახმარებისთვის "112"-ში დარეკეს.

ადგილზე მისულმა მაშველებმა დროულად შეძლეს წყალში ჩავარდნილი ცხოველის ამოყვანა. შველს სხეულის რამდენიმე ადგილას დაზიანება აღენიშნებოდა, რის გამოც, ვეტერინარი გამოიძახეს. სპეციალისტმა ცხოველს სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინა და მისი სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა.

შემთხვევის ადგილზე, ასევე, მობილიზებულები იყვნენ გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში