მეზღვაურებს სერთიფიკატების მოქმედების ვადა კიდევ 6 თვით გაუხანგრძლივდათ

07 აპრილი 2020, 15:10 901 ნახვა

მეზღვაურებს მათი კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ვადა 6 თვით  გაუხანგრძლივდათ.   საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში საუბარია,  მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების შედეგად საზღვაო სფეროში ერთ ერთ მწვავე პრობლემაზე, კერძოდ  მეზღვაურების გემზე შეცვლის პროცესზე. 

პირობები არ ეხებათ იმ მეზღვაურებს, რომელთა სერტიფიცირებაც შესაბამის თანამდებობაზე პირველად ხორციელდება. გადაწყვეტილება დაიგზავნება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებში. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, თამარ იოსელიანის განცხადებით, მომართვის საფუძველზე  სააგენტო ყველა მეზღვაურს გაუწევს დახმარებას, იმ შემთხვევაში თუკი მათ ქვეყანაში დაბრუნების სურვილი ექნებათ. დღეს რამდენიმე მეზღვაურს სპეცრეისით ელოდებიან.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში