პოლიციამ 3000 ლარით 167 მოქალაქე დააჯარიმა

07 აპრილი 2020, 12:18 1783 ნახვა

7 მარტს,,  ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის 167  ფაქტი გამოვლინდა.

პოლიციამ, 6 აპრილის 21 საათიდან 7 აპრილის დილის 6 საათამდე  112 მოქალაქე 3000 ლარით დააჯარიმა.

გარდა ამისა,  საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი დისტანციის დაუცველობის გამო, 28 მოქალაქეს გამოუწერეს ჯარიმა. 
 

ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის კიდევ 27 პირი დააჯარიმეს.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში