კლინიკების მედპერსონალი, სადაც covid ინფიცირებული ქალი იმყოფებოდა კარანტინში გადავიდა

07 აპრილი 2020, 11:21 5078 ნახვა

ბათუმში კორონავირუსი დაუდასტურდა ქალს, რომელიც ორი დღის განმავლობაში, ორ სხვადსხვა კლინიკაში იმყოფებოდა. მას covid-19-ისათვის დამახასიათებელი სიმპტომები არ ჰქონდა. აღენიშნებოდა მუცლის ტკივილი და დიარეა.

ქალმა ჯერ ერთ კლინიკას მიმართა, მოგვიანებით კი კვლევებისთვის ბათუმის სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მივიდა. 

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის  მოადგილე ამბობს, რომ მედპერსონალი, ვისთანაც აღნიშნულ პირს შეხება ჰქონდა კარანტინში და თვითიზოლაციაშია. ასეთი კი ამ ეტაპზე 7 მოქალაქეა. ნინო ნიჟარაძის განმარტებით, მათი ნაწილი დამცავი აღჭურვილობით ეკიპირებული იყო, მაგრამ ზოგიერთმა მათგანმა მაინც გამოთქვა სურვილი ოჯახისგან დისტანცირებული ყოფილიყო. 

'' გუშინ ღამით მოხდა კლინიკებში კონტაქტების დადგენა. სამედიცინო პერსონალი იყო ეკიპირებული, რადგან  საგანგებო მდგომარეობაში  ვმუშაობთ. ყველა ის პირი, რომელსაც არ ჰქონდა სრული ეკიპირება იდენტიფიცირებულია და გადაყვანილია ნაწილი თვითიზოლაციაში, ნაწილი კარანტინში. 

5 იმყოფება კარანტინში, ორი თვითიზოლაციაში. აქ გათვალისწინებულია მედპერსონალის სურვილიც. მიუხედავად სამედიცინო აღჭურვილობისა, რამდენიმემ გამოთქვა სურვილი და ისინი ოჯახის წევრებისგან დამოუკიდებლად, კარანტინში წავიდნენ'' - უთხრა ჟურნალისტებს ნინო ნიჟარაძემ. 

​ბათუმში კორონავირუსის შიდა გავრცელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა - ინფიცირებული 60 წლამდე ასაკის ქალია. ის ბოლო დღეების განმავლობაში ქობულეთის ერთ-ერთ სოფელშიც  იმყოფებოდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში