ბათუმში კოვიდ 19 კიდევ ერთ პაციენტს დაუდასტურდა

07 აპრილი 2020, 09:57 2723 ნახვა

ბათუმში, კიდევ  ერთ პირს დაუდასტურდა კორონავირუსი. ის მაუწყებლის ინფორმაციის კლინიკა მედალფაში იმყოფება. 

ჯანდაცვის სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას ბრიფინგზე გაკეთებს. 

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ ვირუსი დაუდასტურდა ბათუმელ მომღერალს. ის თბილისში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარობა დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ მომღერალმა თავად დაწერა ფეისბუქ გვერდზე. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 7-ით გაიზარდა. მათ შორის ერთ-ერთი ბათუმში.  ბოლო მონაცემებით ქვეყანაში covid-19 195 მოქალაქეს აქვს დაფიქსირებული. 

კორონავირუსი უკვე დაამარცხა 39 მოქალაქემ.  გარდაიცვალა ორი.

კარანტინის რეჟიმში - 4735, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 383 ადამიანი რჩება. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში