ბრონქსის ზოოპარკის ვეფხვს კოვიდ 19-ი ადამიანისგან გადაედო - BBC

06 აპრილი 2020, 13:38 2758 ნახვა

ამერიკაში, ბრონქსის ზოოპარკში ვეფხვის ინფიცირების ფაქტი დაფიქსირდა. ოთხი წლის ვეფხვს ანალიზი ეროვნულ ვეტერინალურ ლაბორატორიაში ჩაუტარეს და პასუხი დადებითია. ეს არის ადამიანიდან ცხოველის დაინფიცირების პირველი ცნობილი შემთხვევა. 

ტესტირების გაკეთება ვეტერინარებმა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ვეფხვს COVID 19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გაუჩნდა, მათ შორის მშრალი ხველა დაეწყო. ვეფხვი სხვა კატისებრთა ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობდა. შედეგად ინფიცირებულია ნადიას და - აზულიც, ასევე ორი ამურის ვეფხვი და სამი აფრიკული ლომი, რომლებსაც ასევე სიმპტომები გამოუვლინდათ. 

ზოოპარკში ამბობენ, რომ უცნობია, თუ როგორ განვითარდება ვირუსი ცხოველებში,  რადგან სხვადასხვა სახეობას შესაძლოა განსხვავებული რეაგირება ჰქონდეთ ახალ ინფექციაზე. 

რაც შეეხება ინფიცირების წყაროს - ზოოპარკის ადმინისტრაცია ვარაუდობს, რომ ცხოველები ერთ-ერთი  მომვლელისგან დაინფიცირდნენ, რომელსაც COVID  19-ი ჰქონდა, თუმცა უსიმპტომოდ მიმდინარეობდა.

”ეს პირველი შემთხვევაა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, როდესაც დაზუსტებით ვიცით, რომ ადამიანმა დააინფიცირა ცხოველი და ის ავად გახდა” - ამბობს "როიტერთან" ზოოპარკის მთავარი ვეტერინარი პოლ კალე. 

კალემ თქვა, რომ აპირებს დასკვნები სხვა ზოოპარკსა და ინსტიტუტებს მიაწოდოს, რომლებიც იკვლევენ Covid-19 გადაცემის ფაქტს ცხოველებზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში