თურქეთი გამონაკლისს არ უშვებს, მაგრამ იმედი გვაქვს შეთანხმება შედგება - მინისტრი ერაყიდან გარდაცვლილის გადმოსვენებაზე

06 აპრილი 2020, 12:49 2323 ნახვა

39 წლის გენადი ცენტერაძე ერაყში გარდაიცვალა, ოჯახი ცხედრის გადმოსვენებას ითხოვს. მათი თქმით, ემიგრანტი გულის შეტევით გარდაიცვალა, აქვთ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაც.

ოჯახის წევრების მე-13 დღეა ცხედარი დოჰოკის პროზექტურაშია და საქართველოში გადმოსვენება ჭიანურდება.

ახლობლები თხოვენ აჭარის მთავრობას უშუამდგომლონ თურქეთის შესაბამის სამსახურებთან და გაუხსნან საზღვარი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თურქეთი გამონაკლისებს არ უშვებს, მაგრამ იმედია შეთანხმება შედგება. 

''ჩემთვის ეს შემთხვევა ცნობილია, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ თურქეთს მესამე ქვეყნებთან საზღვრები დაკეტილი აქვს. საკმაოდ რთული სიტუაციაა და გამონაკლისებს არ უშვებენ. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვართ თურქეთის შესაბამის უწყებებთან კომუნიკაციაში და იმედის მინდა გამოვთქვა რომ ეს პრობლემა უახლოეს პერიოდში იქნება მოგვარებული'' - განაცხადა აჭარის მაუწყებლის კითხვით საპასუხოდ დავით ზალკალიანმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში