განსხვავებული სპორტის საერთაშორისო დღე   

05 აპრილი 2020, 10:24 869 ნახვა

სპორტის საერთაშორისო დღე წელს განსხვავებულად აღინიშნება. ღონისძიებები ონლაინ სივრცეში გადაინაცვლებს. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო რამდენიმე კონკურსს აცხადებს. ერთ-ერთი სპორტული აქტივობაა, მეორე  ნახატების, მესამე კი ესეების კონკურსი. სპორტული ვიდეო რგოლი სოციალურ ქსელში უნდა ატვირთოთ და მონიშნოთ გვერდი „საქართველოს ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასთვის. 

ნახატების და ესეების შემთხვევაში სკოლის მოსწავლეებმა  ნამუშევრები უნდა გააგზავნოთ 10 აპრილის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე   pr@mes.gov.ge​-ზე. გამარჯვებულებს შესაბამისი პრიზები გადაეცემათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში