დიდი ბრიტანეთიდან ბათუმში სპეცრეისი ჩამოფრინდა

04 აპრილი 2020, 23:47 3945 ნახვა

რამდენიმე წუთის წინ ბათუმის აეროპორტში დიდი ბრიტანეთიდან, სპეციალური ჩარტერული რეისი ჩამოფრინდა, რომლითაც საქართველოს 180-მდე მოქალაქე ჩამოიყვანეს.

ადგილზე მობილიზებულია ავტობუსები და სპეციალურად ეკიპირებული მედპერსონალი. მგზავრები აეროპორტის შენობაში გაივლიან სქრინინგს. თუ, რომელიმე მგზავრს აღმოაჩნდება Covid 19-ისთვის დამახასიათებელი სიპტომები, გადაყვანილი იქნება კლინიკაში.

არსებული რეკომენდაციების მიხედვით, ყველა მგზავრს 14 დღიანი კარანტინის გავლა მოუწეთ.

 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში