ხელისუფლება ამბობს, რომ იმუშავებენ იმპორტის ადგილობრივი წარმოებით ჩანაცვლება 

03 აპრილი 2020, 13:46 627 ნახვა

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ ეკონომიკური ჯგუფი იწყებს მუშაობას პოსტკრიზისული ეკონუმიკურ გეგმაზე. 

მინისტრი წინმსწრებად ამბობს, რომ მთავარი ამოცანა ადგილობრივი წარმოების დახმარება იქნება, რადგან კრიზისების დროს, ქვეყანამ შეძლოს ბაზრის მთავარი პროდუქტებით მომარაგება და იმპორტის ჩანაცვლება.  

"პრემიერის დავალებით, ვიწყებთ პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას. როგორც იცით, ჩვენი პროგრამის "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში, პირბადეებისა და სადეზინფექციო საშუალებებს დამზადებაზე გადავერთეთ. ჩვენ სწრაფად ვრეაგირებთ კრიზისზე. შემდგომში, ჩვენი მიზანი იქნება, რომ აწარმოე საქართველოს პროგრამა მთლიანად გადაერთოს, ზოგადად ადგილობრივი წარმოების დაფინანსებაზე და განვითარებაზე. ჩვენი ამოცანა იქნება, იმპორტი ჩავანაცვლოთ დგილობრივი წარმოებით. სადაც გვაქვს საშუალება, რომ საკუთარი ბაზარი ჩვენი წარმოებით მოვიცვათ" - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე განცხადებით, სახელმწიფო გაააქტიურებს კიდევ უფრო საკრედიტო საგარანტიო ბერკეტს.

"კრიზისის დროს, სახელმწიფო ბიზნესს ეხმარება მდგრადობის შენარჩუნებაში, რომ შეძლოს სესხის უზრუნველყოფა, საკრედიტო საგარანტიო ფონდის გაძლიერებით დავეხმარებით და შევეცდებით გადავარჩინოთ მცირე და საშუალო ბიზნესი. 

მხოლოდ ამ ორი პროექტით არ შემოვიფარგლებით, კიდევ შევქმნით ბერკეტებს ადგილობრივი წარმოების გასაძლიერებლად, რომ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნები დაკმაყოფილდეს პირველ რიგში შემდეგ კი ამ პროდუქტების იმპორტზეც ვიფიქროთ" ამბობს თურნავა.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში