მეორე დღეა ზამლეთი-ხიხაძირის დამაკავშირებელი გზის გაწმენდა ვერ ხერხდება

03 აპრილი 2020, 13:40 1691 ნახვა

მეორე დღეა ხულოში, ზამლეთი-ხიხაძირის დამაკავშირებელი გზის გაწმენდა ვერ ხერხდება.

მეწყერი აქ პირველ აპრილს ჩამოწვა და ათზე მეტი სოფელი ცენტრალური საავტომობილო გზის გარეშე დატოვა. აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, დილიდან ხუთი ერთეული ტექნიკა მუშაობს, თუმცა გზის გაწმენდა მეწყერის მოცულობის გამო ვერ ხერხდება.

უწყებაში კონკრეტული პასუხი თუ როდის გაიხსნება გზა ამ ეტაპზე არ აქვთ.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი