რუსთავის საკრებულოს დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა

03 აპრილი 2020, 10:33 1045 ნახვა

რუსთავის საკრებულოს დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა. ასევე covid-19-ზე ჩატარებულმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა საკრებულოს წევრის მამის შემთხვევაშიც.

რუსთავის საკრებულოს წევრის დედას კორონავირუსი გუშინ დაუდგინდა. ის ეროვნული ბანკის თანამშრომელია.​

საკრებულოს თანამშრომლების ნაწილი, მათ შორის დეპუტატები, თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 148-მდე გაიზარდა, მათგან 27 გამოჯანმრთელებულია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში