აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

03 აპრილი 2020, 10:27 2206 ნახვა

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ინფექიცურ საავადმყოფოში  ტესტირებაზე გადაყვანილი 13 პირიდან კოვიდ 19-ი არ დაუდასტურდა. პაციენტები, გუშინ, 2 აპრილს, დღის ბოლოს შეიყვანეს. ყველას პასუხი უარყოფითია.

3 აპრილს კი, ინფექციურ საავადმყოფოში, სადაც ცხელების ცენტრია,  8 საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტი გადაიყვანეს, რომელთა ტესტირების პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში