გმირის წოდება მიანიჭეს გარდაცვლილ ჩინელ ექიმს, რომელმაც Covid 19-ის შესახებ მსოფლიოს შეატყობინა 

02 აპრილი 2020, 17:52 1759 ნახვა

ლი ვენლიანი, უხანელი ოფთალმოლოგი იყო, რომელიც 33 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა. ხუბეის პროვინციის ხელისუფლების გადაწყვეტილებით ექიმს, გმირის წოდება მიანიჭეს.

ექიმმა სოციალურ ქსელში 30 დეკემბერს გაავრცელა ცნობა, რომ უხანში ატიპური პნევმონიის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.

ამ ფაქტის გამო ექიმი ლი ვენლიაგი ადგილობრივმა ხელისუფლებამ პოლიციაში დაიბარეს და ხელწერილი დააწერინეს "ინტერნეტ სივრცეში ჭორების გავრცელებასა" და "წესრიგის დარღვევაზე".

ექიმი საავადმყოფოში 12 იანვარს მოათავსეს. 1 თებერვალს კი მას კორონავირუსის დაავადება დაუდგინდა, რომელიც პაციენტისგან გადაედო. 6 თებერვალს ის ვირუსით გარდაიცვალა.

გმირის წოდება სულ 14 ექიმს მიანიჭეს, რომლებიც Covid-19-თან ბრძოლით დაიღუპნენ.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი