ონლაინ საკვების გარდა ვერაფერს შეიძენთ

01 აპრილი 2020, 18:57 2619 ნახვა

საქართველოს მთავრობის 30 მარტს გამოცემულ დადგენილებაში წერია, რომ ონლაინ ვერაფერს იყიდით, გარდა საკვები პროდუქტებისა.

მთავრობის 204-ე დადგენილებაში ჩამოთვლილია ის საწარმოები და ობიექტები, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობის დროს გამონაკლისის სახით შეუძლიათ მუშაობა. ასევე რა სახის ეკონომიკური საქმიანობა არ ჩერდება. 

''დასაშვებია საკვები პროდუქტის მიტანის მომსახურება (ე.წ. „დელივერი სერვისი“)'' - წერია დოკუმენტში.  

აღნიშნული შეზღუდვა საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე  გაგრძელდება. 

ონლაინგაყიდვებით არაერთი კომპანია სარგებლობდა. ისინი მოქალაქეებს სასურველი პროდუქციის ადგილზე მიტანას სთავაზობდნენ. დღეს კი სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ მუშაობას დროებით აჩერებენ. 

გუშინ საქართველოში საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი გამოცხადდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი