ბელორუსია საქართველოს თამაში კიდევ ერთხელ გადავადდა

01 აპრილი 2020, 18:57 665 ნახვა

​უეფას დღევანდელი გადაწყვეტილებით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ივნისის სანაკრებო პაუზა გაუქმდა და ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ყველა მატჩი გადაიდო.

შესაბამისად, საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის გასამართი ევროპირველობის პლეი-ოფის მატჩი კიდევ ერთხელ გადავადდა და სავარაუდოდ, ზაფხულის ნაცვლად, მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიმართება.

მატჩის ჩატარების კონკრეტული თარიღი ამ ეტაპზე უცნობია და უახლოეს მომავალში დაზუსტდება.​

უეფას გადაწყვეტილებით 2020-2021 წლების სეზონისთვის ევრო ტურნირები ივლისის ნაცვლად, სავარაუდოდ, აგვისტოდან დაიწყება.

ამ გადაწყვეტილების შესაბამისად შეიცვალა ლიცენზირების და განაცხადის წარდგენის ვადები. ამის შესახებ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კრისტალბეთ ეროვნული ლიგის და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის კლუბების მონაწილეობით პარასკევს ვიდეო კონფრენციას გამართავს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი