აბონენტებს, რომლებმაც ბუნებრივი აირის გადასახადი უკვე დაფარეს, თანხა დეპოზიტზე დაერიცხებათ 

01 აპრილი 2020, 17:02 15046 ნახვა

''სოკარ ჯორჯია გაზის'' ინფორმაციით აბონენტმა, რომელმაც მარტის თვეში გახარჯული ბუნებრივი აირის დავალიანება უკვე დაფარა და 200 კუბურ მეტრამდე ბუნებრივი აირი მოიხმარა, თანხა პირად ბარათზე აისახება. 

''როგორც ჩვენთვის ცნობილია, დღეს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ აბონენტებს, რომელთაც მიმდინარე წლის მარტი, აპრილი და მაისის თვეში ექნებათ ბუნებრივი გაზის მოხმარება თვეში არაუმეტეს 200 მ3-სა, ფაქტიურად მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურს დაფარავს სახელმწიფო.
იმ აბონენტებს, რომელთაც უკვე გადაიხადეს მარტის თვის გადასახადი და მოხმარებული ჰქონდათ ბუნებრივი გაზი არაუმეტეს 200 მ3-სა, სუბსიდიის თანხა აესახებათ პირად ბარათზე.

სუბსიდიის თანხა არ ეხება წინა თვეების დავალიანებისა და გაზიფიკაციის თანხის დაფარვას.

„სოკარ ჯორჯია გაზი“ ელოდება ამ გადაწყვეტილების აღსრულების მექანიზმების დაზუსტებას''- წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეები, რომლებიც 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარენ, კომუნალური გადასახადი 3 თვის განმავლობაში მარტში, აპრილსა და მაისში სრულად დაუფინანსდება.

თუ თქვენ მოიხმართ 200 კილოვატამდე ელექტროენერგიას, ანუ გადასახადი მოვიდა 36 ლარის ოდენობით, დავალიანებას სახელმწიფო ბიუჯეტი დაფარავს. 

რაც შეეხება ბუნებრივ აირს, სახელმწიფო 111  ლარამდე დავალიანებას დაგიფარავთ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში