საგანგებო რეჟიმი 60 ადამიანმა დაარღვია - შსს

01 აპრილი 2020, 16:46 2092 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 60 ფაქტი გამოავლინეს.

ე.წ. კომენდანტის საათის 17-მა მოქალაქემ დაარღვია. ასევე პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების გამო 23 მოქალაქე დააჯარიმა. 1 ფიზიკური და 3 იურიდიული პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე.

უწყების ინფორმაციით, თვითიზოლაციის წესები მოქალაქეებმა კვლავ დაარღვიეს, რისთვისაც  4 პირი კარანტინში გადაიყვანეს. 

სამართალდამცველებმა 12 პირი დააჯარიმეს მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე.

5 პირი დააკავეს პოლიციელზე დაუმორჩილებლობისა და  წვრილმანი ხულიგნობისთვის. 

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

საქართველოში საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი გუშინ ამოქმედდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი