კოვიდ ინფიცირებული ყველაზე მძიმე პაციენტი გამოჯანმრთელდა - ლევან რატიანი

01 აპრილი 2020, 15:04 2124 ნახვა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით კოვიდ ინფიცირებულთაგან ყველაზე მძიმე პაციენტი ქალი განკურნებულია და კლინიკას ტოვებს.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მძიმე პაციენტი, რომელიც იწვა კლინიკაში. ეს იყო ქალბატონი დამძიმებული ანამნეზით, განიკურნა. მინდა ყველას განვუმარტო, რომ დამძიმებული ანამნეზი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის პირველ ადგილზეა, რომელიც „კოვიდ 19“-ით შემთხვევაში ძირითადად ლეტალურად სრულდება. სწორედ ასეთ კატეგორიას მიეკუთვნებოდა ქალბატონი. შემოსვლისთანავე, მასთან დადასტურდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე სუნთქვის უკმარისობა და მწვავე რესპირატორული სინდრომი. ვინაიდან ამ ეტაპამდე მედიკოსებისათვის ​უცნობია ვირუსის სტრატეგია, ყველანაირი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა, როგორც ჯანმოს მიერ მოწოდებული, ასევე ჩვენს მიერ დანიშნული რეკომენდაციებით. პაციენტის მდგომარეობა შემოსვლისთანავე შეფასდა მძიმედ, კრიტიკულად, იმყოფებოდა ფილტვის ხელოვნურ ვინტილაციაზე, უჭირდა სუნთქვა. იყო სულმულენტური ანუ ძილიანი. აქედან გამომდინარე მინდა, ყველას ვუთხრა, რომ ეს ქალბატონი დღეს ეწერება ბინაზე. ანუ ქართული მედიცინის კიდევ ერთი გამარჯვებად მინდა, ჩავთვალო, რომ ასეთი პაციენტი გამოჯანმრთელებული, ვირუსის გარეშე მეთოთხმეტე დღეს მიდის კლინიკიდან. ეს რა თქმა უნდა, ამ კლინიკის მედპერსონალის დამსახურებაა და მინდა, მათ მადლობა გადავუხადო, ვინც დღეს ჩვენს გუნდში არის და იმ ყაზარმულ რეჟიმში მუშაობს, რომელსაც ამ ეტაპამდე განიცდის კლინიკა“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

მისივე თქმით, მსგავსი ანამნეზის შემთხვევაში ლეტალობის მაჩვენებელი 97 პროცენტია

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი