ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ახალი სოციალური გამოწვევა - ჩელენჯი #ფოლკლორიშენთვის

31 მარტი 2020, 21:13 1797 ნახვა

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ახალი სოციალური გამოწვევა - ჩელენჯი #ფოლკლორიშენთვის

ფოლკლორის მოყვარულებმა უნდა ჩაწერონ სიმღერა, გადაიღონ ვიდეო და გამოიწვიონ ერთმანეთი გამოწვევაში პირველ ეტაპზე საოჯახო ანსამბლები ჩაერთვებიან.

პირველი ვიდეო ფოლკლორის ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ შვილებთან ერთად ჩაწერა და ანსამბლ ,,ბასიანის" წევრის ელიზბარ ხაჩიძის ოჯახი გამოიწვია.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, მრავალფეროვანი და საინტერესო კულტურული აქტივობები ონლაინ რეჟიმში ხორციელდება. სამინისტროს სისტემაში შემავალი კულტურული ორგანიზაციები გაერთიანდნენ და საზოგადოებას შესთავაზეს ონლაინ სპექტაკლები, კინო ჩვენებები, კონცერტები და სხვა.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში