დღეს, 31 მარტიდან, 21:00 საათიდან - კომენდანტის საათი ამოქმედდება

31 მარტი 2020, 20:01 2512 ნახვა

საქართველოს მთავრობის სპიკერმა საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ 21:00 წუთზე ე.წ. კომენდატის საათი ამოქმედდება.

ეს რეჟიმი ღამის 9 საათიდან დილის 6 საათამდე ქუჩაში გასვლას  კრძალავს. გადაწყვეტილება მთავრობამ გუშინ მიიღო: 

21:00 საათიდან იკრძალება როგორც ქვეითად, ისე - სატრანსპორტო საშუალებით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დილის 06:00 საათამდე. ფაქტობრივად, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ფაქტობრივად ეს ნიშნავს, რომ, ქვეყნის მასშტაბით, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე, ცხადდება ე.წ. კომენდანტის საათი.

ამ რეჟიმის დროს, ღამის საათებში გადაადგილება შეუძლიათ მხოლოდ სატვირთო ავტომობილებს, ასევე თავდაცვის სამინისტროს ავტოომობილებს, პოლიციის, სამედიცინო პერსონალის, მედიისა და ზოგიერთი  ჩინოვნიკის კუთვნილ მანქანებს.  

"გთხოვთ დაიცვათ ეს რეჟიმი, დაუმორჩილებლობის შემთხვევებში კი არის ჯარიმები - ფიზიკურ პირებზე 3000 .ლარი, ხოლო იურიდიული პირებისთვის 15 ათასი ლარი" - განაცხადა  ირაკლი ჩიქოვანმა. 

განსაკუთრებული რეჟიმის  აღსრულებას ბათუმსა და კიდევ 6 ქალაქში სამხედრო პირები და პოლიცია გააკონტროლებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში