ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობა covid-19-ით ინფიცირებულ პაციენტებს მიიღებს

31 მარტი 2020, 18:00 1543 ნახვა

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის პროცესში, სავარაუდოდ, მალე ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოც ჩაერთვება. კლინიკა "მედალფას" დირექტორის განმარტებით, როდესაც კლინიკა მზად იქნება, იქ მსუბუქი შემთხვევების გადამისამართება მოხდება.

"სარეზერვოდ მზადდება ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, ქობულეთის ევექსის მომზადებაც ხდება, "მედ ალფა" 50 პაციენტის მიღებას შეძკორონავირუსითლებს. ვფიქრობთ გავაკეთოთ ასე, რომ სავარაუდო შემთხვევა შევიდეს ინფექციურში, დადასტურებული გადმოვიდეს მედალფას კლინიკაში. ხოლო როცა რესპუბლიკური იქნება მზად მსუბუქი შემთხვევები გადავიყვანოთ რესპუბლიკურში. ჩვენთან მედ-პერსონალი მომზადებული და პაციენტების მკურნალობა ხდება სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული პროტოკოლით"- განაცხადა ლევან ანთაძემ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ დაწყებულია მუშაობა რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის აღჭურვისათვის. მათივე განმარტებით, დაწესებულება მოეწყობა კოვიდ 19-ით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად. უწყებაში ამბობენ, რომ საავადმყოფო  პირველ პაციენტს უახლოეს პერიოდში მიიღებს.

რა ბედი ელის ძველ შენობას და რა პროფილით გააგრძელებს ის მუშაობას სამინისტროში ამ და სხვა დეტალებზე ამ ეტაპზე არ საუბრობენ, მხოლოდ იმას ამბობენ, რომ მედპერსონალი მუშაობას გააგრძელებს.

კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს აჭარაში ამ ეტაპზე მხოლოდ ორი სამედიცინო დაწესებულება  - ბათუმის ინფექციური საავადმყოფო და კლინიკა "მედალფა" ემსახურება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი