თურქმენეთის ხელისუფლებამ სიტყვა ''კორონავირუსი'' აკრძალა

31 მარტი 2020, 14:49 1928 ნახვა

თურქმენეთის ხელისუფლებამ სიტყვა კორონავირუსი აკრძალა - მიზანს კი პანდემიის შესახებ ინფორმაციის დამალვა წარმოადგენს. უფლებადამცველების ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის გამოყენება ყველა მედიასაშუალებას აეკრძალა. ის ასევე ამოიღეს სპეციალური ბროშურებიდან, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

მსოფლიოში  კოვიდ-19-ით  770 ათას 520 ადამიანია დაავადებული, მათგან 36 ათას 942 დაიღუპა, ხოლო 158 ათასზე მეტი განიკურნა.  ამ მონაცემებს ჩინური მედია ავრცელებს.  ჯონ ჰოფკინსის ამერიკული უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულია 785 ათას 979 ადამიანი, დაიღუპა 37 ათას 810.  ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ ადგილზე აშშ-ია, სადაც უკვე 164 ათასი დაავადებულია. ევროპაში 101 ათასი დაავადებულით  იტალია ლიდერობს.

 ჩინეთში დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 48 ახალი შემთხვევაა რეგისტრირებული. ყველა იმპორტირებულია. რუსეთში კორონავირუსით 2 ათას 337 ინფიცირებულია, დაავადებულთა უმრავლესობა მოსკოვშია. გარდაიცვალა 17 ადამიანი. განიკურნა 121. პირველი გარდაცვლილის შესახებ იუწყებიან ბელარუსში.  ლეტალურ შემთხვევას პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ადასტურებს და აცხადებს, რომ ქვეყანა დაავადების გავრცელების პიკზე იმყოფება.

აშშ-ის ხელისუფლებამ კოპრონავირუსზე მილიონ ადამიანს ტესტი ჩაუტარა. ყველაზე ცხელი წერტილი ნიუ-იორკია. ქალაქში ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატების,   სამედიცინო პერსონალისთვის დამცავი კოსტიუმების მწვავე  დეფიციტია, მაგრამ რაც მთავარია ნიუ-იორკის საავადმყოფოებში უკვე აღარ არის საკმარისი საწოლები კორონავირუსით დაავადებულთა მისაღებად.  

იშლება კარვები, პორტში კი მცურავი ჰოსპიტალი დგას ათასი საწოლით. აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 3 ათას გადააჭარბა. ბოლო 24 საათში ვირუსით დაღუპულთა რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა. აშშ-ში ახალი ტიპის კორონავირუსი დღემდე 164 620 ადამიანს დაუდასტურდა, 6 000-მდე ადამიანი კი უკვე გამოჯანმრთელდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში