მოსწავლეები 2020 წელს სკოლას აუცილებლად დაასრულებენ - განათლების სამინისტრო

31 მარტი 2020, 15:31 12364 ნახვა

თუ მაისში სწავლა ვერ განახლდა, მოსწავლეებს ალტერნატიული სსტემით შეაფასებენ - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განცხადა. მოსწავლეები 2019-2020 სასწავლო წელს აუცილებლად დაასრულებენ.

„ეს სემესტრი ნამდვილად შედგება, ჩვენ დავასრულებთ 2019-2020 სასწავლო წელს და ჩვენ მოსწავლეებს და მასწავლებლებს შევთავაზებთ ალტერნატიული შეფასების გზას, რომელსაც მოგვიანებით დავაანონსებთ" - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

მისი თქმით, 15 ივნისს დაასრულებენ სასწავლო წელს და მოსწავლეები გადავლენ მომდევნო კლასში.

"ჩვენ ვიმუშავეთ ყველა ტიპის სცენარზე, ასევე მზად არის სამინისტრო, რომ თუ ყველაფერი კარგად იქნა და სასწავლო პროცესი თუნდაც მაისის პირველ რიცხვებში დავიწყეთ, საკლასო ოთახებში დაბრუნების შემთხვევაშიც შეგვიძლია დავასრულოთ სასწავლო წელი გარკვეული რეკომენდაციების საფუძველზე. თუ ეს ვერ მოხერხდება, ამაზე უკვე ვისაუბრეთ, რომ ჩვენ გარკვეულ ალტერნატივებს შევთავაზებთ ჩვენს მოსწავლეებს და მასწავლებლებს და ამ სასწავლო წელს დავასრულებთ შესაბამისად“, – ამბობს ეკატერინე დგებუაძე.

საქართველოში პანდემიის გამოცხადდების გამო, სასწავლო პროცესი მეორე თვეა სკოლებში შეჩერებულია. განათლების სამინისტრომ პედაგოგებსა დამოსწავლეებს ონლაინ სწავლება შესთავაზა და ნაწილორივ სკოლები გადავიდნენ დისტანციურ გაკვეთილებზე. იმის გამო, რომ სოფლებსა და ქალაქებში მოსწავლეების ნაწილს ტექნიკური რეურსი და ინტერნეთან წვდომა არ ჰქონდა,  პარალელურად დაიწყო სატელევიზიო გაკვეთილები. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში