გალსა და ოჩამჩირეს შორის მიმოსვლა აკრძალეს

31 მარტი 2020, 11:03 1154 ნახვა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბრანმას განკარგულებით, გალისა და ოჩამჩირის რაიონებს შორის გადაადგილება აიკრძალა. გავრცელებული ინფორმაციით, დე-ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 მარტის 21:00 საათიდან რაიონებს შორის დროებითი "მილიციის კორდონი" აღმართა.როგორც იცით , სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ალექსანდრე მოწერელიას ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთიდან 29 მარტს ზუგდიდში გადმოყვანილ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი