პრემიერი მართლმადიდებლურ ეკლესიებში ლოცვის წესებზე

30 მარტი 2020, 19:54 315 ნახვა

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ "მრევლს, ეკლესიას და რიგით მოქალაქეებს" დისკომფორტი არ შეექმნათ და არსებულ სიტუაციას აღდგომის დღესასწაულებამდე გაუმკლავდნენ. კითხვას: ეხება თუ არა საკარანტინო აკრძალვები ეკლესიას და შეძლებს თუ არა მრევლი ღამისთევაზე ეკლესიაში წასვლას, გახარიამ უპასუხა, რომ სურვილი არსებობს, გარანტიები არა.,, ჩვენ გვაქვს იმედი და ვცდილობთ და ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის და ვმოქმედებთ ასე სწრაფად, ზოგ შემთხვევაში შეიძლება ხისტადაც, რომ მსგავსი დისკომფორტი და უხერხულობა არ შევუქმნათ არც ჩვენს მრევლს, არც ეკლესიას და არც რიგით მოქალაქეებს.“ აღნიშნა პრემიერმა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში