მოქალაქეს, ქალაქში გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი

30 მარტი 2020, 17:57 5427 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საკარანტინო პირობებში, ნებისმიერ მოქალაქეს, ქალაქში გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. - ამის შესახებ გიორგი გახარიამ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

31 მარტიდან კი, წესები უფრო მკაცრდება და საქართველო ფაქტიბრივად კარანტინის რეჟიმზე გადადის. ხვალ, დილის 08:00 საათიდან ამოქმედდება. საქართველოში ხვალიდან იმოქმედებს კომენდანტის საათიც, 21:00-დან დილის 06:00 საათამდე გაგრძელდება, ასევე შეჩერდება მეტროსა და ავტობუსების მოძრაობა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში