10-ზე მეტი ადამიანის შეკრებისთვის პოლიციამ 104 ადამიანი დააჯარიმა

30 მარტი 2020, 12:51 2474 ნახვა

პოლიციამ საგანგებო რეჟიმით დადგენილი წესის დარღვევისთვის 104 მოქალაქე დააჯარიმა,  უწყების ინფორმაციით 10-ზე მეტი მოქალაქე საჯარო სივრცეში შეიკრიბა, რაც დეკრეტის მიხედვით აკრძალულია. პოლიციის განცხადებაში არ არის მითითებული მოქალაქეების შეკრების მიზეზი. 

მათ შორის ეხებოდა თუ არა ჯარიმა რელიგიური მოტივით შეკრებილ მოქალაქეებს. 

პოლიციამ ასევე დააჯარიმა 13 ფიზიკური და 6 იურიდიული პირი, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას ეწეოდნენ. დაჯარიმდა თვითიზოლაციის დარღვევისთვის 3, ხოლო  მიკროავტობუსით მგზავრების გადაყვანისთვის 5 პირი. 

"პოლიცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, აქტიურად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ მონიტორინგს, რომლის შედეგადაც, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 3 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის ფაქტზე პოლიციამ 5 პირი დააჯარიმა, რომლებსაც აკრძალვის მიუხედავად მიკროავტობუსით საქალაქთაშორისო მგზავრების გადაყვანას ახორციელებდა".

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში