პოლიცია სამეგრელოში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში არსებული შეზღუდვების კონტროლს ახორციელებს

30 მარტი 2020, 10:36 1516 ნახვა

პოლიცია, სამეგრელოში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში არსებული შეზღუდვების კონტროლს ახორციელებს. ზუგდიდისა და ფოთის შესასვლელებში მოწყობილია საკონტროლო გამშვები პუნქტები, რომელთა მეშვეობითაც კონტროლდება რეგიონში საავტომობილო გადაადგილება.

საპოლიციო ძალები აკონტროლებენ  თვითიზოლაციის წესების დაცვის, ობიექტების მუშაობის, ასევე, საჯარო სივრცეებში 10-ზე მეტი ადამიანის შეკრებისა და სოციალური დისტანციის დაცვის შეზღუდვებს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში