COVID-19-ით ინფიცირებულთა წყარო ცნობილია, ბოლო ორი შემთხვევის კონტაქტებია - მარინა ეზუგბაია

30 მარტი 2020, 10:43 2233 ნახვა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 97 დადასტურებული შემთხვევიდან, 4 პირი გორის ჰოსპიტალში, 2 კი საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება. მარინა ეზუგბაიას თქმით, წყარო ცნობილია და ის ბოლო ორი შემთხვევის კონტაქტებია. 

''ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ ერთი შემოგვემატა, ეს არის ინგლისიდან ჩამოსული. 6 ახალი შემთხვევა ბოლო ორი შემთხვევის კონტაქტებია. 4 მოთავსებულია გორის საავადმყოფოში, ორი კი საუნივერსიტეტო კლინიკაში. 

მთლიანად ქვეყანაში 6 ადამიანის მდგომარეობა არის მძიმე და კრიტიკული, ჩვენთან 4 მძიმე პაციენტი გვრჩება. 

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, მოქალაქეებს ადგილზე ვუტარებთ ტესტირებას. გუშინ 21 ანალიზი ავიღეთ, აქედან ნაწილი იყვნენ ჩვენები, რომელთა გამოჯანმრთელებას ველოდებით. ჯერ-ჯერობით მაინც მაინც უფიქსირდებათ ვირუსი. დღეს დილით მხოლოდ 4 ნაცხი ავიღეთ, ვნახოთ რამდენი შემოგვემატება. კლინიკაში 29 პაციენტი რჩება კორონავირუსზე დადასტურებული, 17 გაეწერა. აქედან ორმა ბავშვმა დატოვა და სამი დატოვებს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია'' - უთხრა ჟურნალისტებს ეზუგბაიამ.  

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 97 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის 18 გამოჯანმრთელებულია.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში